პრაქტიკული იატაკი ხის,
პარკეტის, ბამბუკის და
გრანიტის
ფაქტურით.
ვინილის
იატაკი - ელეგანტური,
თანამედროვე, ეკოლოგიურად
სუფთა, ცვეთამედეგი,
ნესტგამძლე, მოქნილი
მასალაა, რომელიც
გამოიყენება როგორც
საცხოვრებელი
სახლებისათვის, ისე
ოფისებისათვის და სხვა
ხალხმრავალი
ადგილებისათვის, მაგ.
აეროპორტების მოსაცდელ
დარბაზებში (სტამბულის
აეროპორტი, ფრანკფურტის
აეროპორტი, მოსკოვის
დომოდედოვოს აეროპორტი და
ა.შ.), სალონებში, სავაჭრო
ცენტრებში, მაღაზიებში,
დაწესებულებებში,
სკოლებში, ბაგა-ბაღებში,
კლინიკებში, საბანკეტო
დარბაზებში, სატელევიზიო
სტუდიებში -
ნებისმიერი დანიშნულების
ფართზე. საცხოვრებელ
სახლებში ვინილის იატაკი
გამოიყენება როგორც
უშუალოდ ოთახებში, ისე
სამზარეულოებში,
აბაზანაში და დერეფნებში.
|
 |
 |
 |
|
ნატურალური თიხის
კრამიტი პორტუგალიიდან -
ელეგანტური, გამძლე,
ხარისხიანი, ეკოლოგიურად
სუფთა, ბუნებრივი თიხით
დამზადებული მასალა,
რომელიც შესანიშნავი
თბოგაუმტარობით
ხასიათდება. ჩვენი
კრამიტით გადახურული
სახლი "სუნთქავს", იგი
ზაფხულში სიგრილეს
ინარჩუნებს, ზამთარში კი -
სითბოს. კრამიტის ფილების
გარდა, გთავაზობთ
შესაბამის აქსესუარებსაც -
თათების, ორკაპა და
სამკაპა კეხების
ჩათვლით. ჩვენი
პორტუგალელი პარტნიორი
ბუნებრივი თიხის კრამიტსა
და სხვა სამშენებლო
მასალებს 1924 წლიდან
აწარმოებს. დაარსების
პირველი დღიდანვე მან გეზი
უმაღლესი ხარისხის
პროდუქციის დამზადებაზე
აიღო და დღემდეც არ
ღალატობს დამკვიდრებულ
ტრადიციას. იგი მუდმივად
სრულყოფს საკუთარ
წარმოებას, ყველაზე
მომთხოვნი და დახვეწილი
გემოვნების მქონე
კლიენტების
მოთხოვნილებების
დასაკმაყოფილებლად.
|
 |
 |
 |
|